18:27 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 09:36:32, 1539 ნახვა

საზოგადოება
დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი გადაიკეტა

22 მაისის დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაიკეტა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალ ზოლზე. ხოლო, უკუმიმართულებით – თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს.  

ამ პერიოდის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტობუსები ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აუხვევენ მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩაზე და მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებენ.

მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ და რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას  ქუჩის გავლით მოხვდებიან.

ანალოგიურად, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლის და რუსთაველის გამზირზე თაბუკაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics