|
2015-04-15 12:17:22, 607 ნახვა
პოლიტიკა
ჩიტაძის ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ჩიტაძის ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულია ომის ვეტერანი იურა კვარაცხელია. კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისმა მეგობარმა გაისროლა. "ვეტარანები ვქეიფობდით, აღდგომას აღვნიშნავდით და მოგვინდა გასროლა. ჩემმა მეგობარმა გაისროლა",-განმარტა კვარაცხელიამ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეიარაღებული პირი, რომელმაც ჩიტაძის ქუჩაზე გაისროლა, უკვე დაკავებულია. იურა კვარაცხელიამ კი, ჟურნალისტების კითხვაზე-დაკავებულია თუ არა მისი მეგობარი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, ასე უპასუხა: "არ დაუკავებიათ, აგერ არის უკან მომყვება" თუმცა პოლიციას მასთან ერთად სხვა პიროვნება არ გაუყვანია. 47-ე სკოლის მოპირდაპირე მხარეს, ის სადარბაზო, საიდანაც იურა კვარაცხელია გამოიყვანეს, ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი დეტალების გასარკვევად ადგილზე რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)