|
2017-05-21 11:12:14, 1583 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელებმა ეფექტიანი მომსახურების სტანდარტების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფის 300-მდე თანამშრომელმა შსს-ს აკადემიაში ეფექტიანი მომსახურების სტანდარტების საკითხებზე ტრენინგი გაიარა. ტრენინგი მოიცავდა პრობლემური სიტუაციების მართვისა და შეფერხების მოგვარების სტანდარტებს, ასევე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სახეებს. სწავლების განმავლობაში მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სხვადასხვა როლური თამაში და სიტუაციური დავალებები შეასრულეს, რომელთა გამოყენებით მომავალში უკეთ შეძლებენ მოქალაქეთა მომსახურებას. პირველ ეტაპზე გადამზადდნენ ის თანამშრომლები, რომლებსაც სამუშაო პროცესში უშუალო კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან. ტრენინგის დასრულების შემდეგ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს. შსს-ს მომსახურების სააგენტო, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს. (NS)
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)