|
2017-05-21 11:10:07, 1720 ნახვა
საზოგადოება
შსს აგრძელებს პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“. პროექტის ფარგლებში, ფოთის N11 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ფოთის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ეწვივნენ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და ცენტრის დანიშნულება და ფუნქციები დეტალურად გააცნეს. მოზარდებმა სანაპირო დაცვის თანამშრომლების აღჭურვილობა, მცურავი, სამაშველო და სააბორდაჟო საშუალებები, ასევე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. შს სამინისტრო პროექტს - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე 3 წელია ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)