|
2017-05-21 10:28:18, 1598 ნახვა
საზოგადოება
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი „აეროსმიტი“ბლექ სი არენაზე და თაყვანისმცემლების ემოციები
თითქმის ორ საათს გაგრძლელდა ბლექ სი არენაზე ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ჯგუფის დაუვიწყარი კონცერტი. აეროსმიტის კონცერტიდან გამოსული თაყვანისმცემლები ემოციებს ვერ მალავდნენ. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგა. „Aerosmith“-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას. ჯგუფმა ქართველი მსმენელისთვის ბოლო დროის საუკეთესო სიმღერებთან ერთად, ძველი ჰიტებიც შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ევროტურის ფარგლებში, „Aerosmith“ კონცერტებს გამართავს ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიცაა შვედეთის როკ-ფესტივალი (Sweden Rock), საფრანგეთში „ჰელფესტი“ (France’s Hellfest) და დიდ ბრიტანეთში, დონინგტონის ლეგენდარული „დაუნლოუდ ფესტივალი“ (Download Festival in Donington, UK). ბოლო ტურნე „Aerosmith”-მა სამხრეთ ამერიკაში ჩაატარა, კონცერტები გაიმართა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუსა და მექსიკაში. „Aerosmith“-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება და 20 მაისს ჩატარებული კონცერტის გარდა, არაერთ საინტერესო, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ, თეატრალურ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს. Check in Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და ის ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. 45 წელზე მეტია, რაც „Aerosmiths”-ს მსოფლიო კარგად იცნობს. ოთხი მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ბენდი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ-ჯგუფად იქცა. „ამერიკის უდიდეს როკენროლ ჯგუფს“, 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში, ჯგუფს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული - მათ შორის: 4 „Grammy Awards“ , 8 „American Music Awards“, 6 „Billboard Awards“ და „12 MTV Awards“. სხვადასხვა დროს, „Aerosmiths”-ის წევრებს - სტივენ ტაილერს (Steven Tyler), ჯო პერის (Joe Perry), ჯოი კრამერს (Joey Kramer), ტომ ჰამილტონსა (Tom Hamilton) და ბრედ უითფორდს (Brad Whitford) „ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის“ (RIAA) 95 ოქროს, პლატინისა და მულტი-პლატინის სერტიფიკატი აქვთ მიღებული - საუკეთესო ალბომების, სინგლებისა და ვიდეოებისთვის. „Aerosmith”-ის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტად არის ქცეული. მათ შორის, როგორც კარიერის დასაწყისში დაწერილი სიმღერები, ასევე, ბოლო პერიოდში შექმნილი ჰიტები (As Dream On, Sweet Emotion, Toys In the Attic and Back In The Saddle, Walk This Way, Janie’s Got A Gun, Cryin’, Dude Looks Like A Lady, Love In An Elevator and I Don’t Want To Miss A Thing, etc.). https://www.facebook.com/economypr/?ref=ts&fref=ts
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)