|
2017-05-20 16:44:26, 2389 ნახვა
მსოფლიო
ლიბიაში ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად 141 ადამიანი დაიღუპა
ლიბიის სამხრეთით მდებარე ავიაბაზაზე თავდსხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 141 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ TheNational იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესად სამხედროები არიან. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე სამოქალაქო პირებიც დაიღპნენ. ლიბიას ორი ხელისუფლება ჰყავს. კერძოდ კი, ქვეყნის აღმოსავლეთს, ქალაქ ტორბუკში მოქმედი პარლამენტი მართავს, ხოლო დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთში გაეროს და ევროპის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ნაციონალური თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ნაციონალურ არმიასთან, რომლის მეთაურიც ხალიფ ხაფრატია და რომელიც ისლამისტებს ებრძვის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნის სამხრეთში ავიაბაზაზე შეტევის გამო თავდაცვის მინისტრი გადააყენა. ამ ოპერაციას 18 მაისს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუშინ, სარაჯის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ავიაბაზაზე შეტევის ბრძანება არ გაუცია და მომხდარი სამხედრო ესკალაციაა, რაც ეროვნული შერიგების პროცესს ართულებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)