22:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 15:43:05, 2484 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პირველი საგარეო ტურნე საუდის არაბეთით დაიწყო (ფოტოები)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საგარეო ვიზიტები საუდის არაბეთით დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ელ-რიადში პირველ ლედისთან ერთად ჩაფრინდა.

როგორც დასავლური მედია წერს, დაგეგმილ სამიტზე ტრამპი სიტყვით 40 ისლამური ქვეყნის ლიდერის წინაშე წარდგება და „ისლამის მშვიდობიან ინტერპრეტაციაზე“ ისაუბრებს

ერ-რიადის სამიტის დღის წესრიგში ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლისა და რეგიონში ირანის გავლენის ზრდის საკითხი განიხილება. აქამდე ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა თეირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას, რომლითაც ირანს სანქციები შეუმსუბუქდა.

Reuters-ი ხაზს უსვამს იმას, რომ პირველი ლედი მელანია ტრამპი აუდის არაბეთში ვიზიტისას ტრადიციული თავსაბურავის გარეშე გამოცხადდა. ცნობისთვის, საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან თავსაბურავის გარეშე შეხვედრები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გამართეს. ადრე, ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის მეუღლემ, მიშელ ობამამ მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის გარდა, 8-დღიანი ტურნეს ფარგლებში, ტრამპი ისრაელს, პალესტინას, ბრიუსელსა და ვატიკანს ეწვევა, ასევე, დაესწრება „დიდი შვიდეულის“ სამიტს სიცილიაში.

ტრამპის ტურნე პოლიტიკურთან ერთად, რელიგიური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია, რადგან ამ გზით ის 3 მონოთეისტური რელიგიის – ისლამის, იუდეიზმისა და ქრისტიანობის ცენტრებს მოინახულებს.

ცოტა ხნის წინ, მუსლიმების ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის გამო, ტრამპი კრიტიკის ობიექტი გახდა. განკარგულება რომლითაც მან 7 ისლამური ქვეყნის მოქალაქეებს შტატებში შესვლა აუკრძალა, სასამართლოში დღემდე საჩივრდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics