|
2017-05-20 12:38:52, 2313 ნახვა
მსოფლიო
Ipsos: დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო რეიტინგი ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა, - ამის შესახებ BBC Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხვა აშშ-ში 14-18 მაისის პერიოდში ჩატარდა. გარდა ამისა, გამოკიტხული დემოკრატების მხოლოდ 14% უჭერს მხარს დონალდ ტრამპს და მის საქმიანობას, ხოლო უარყოფითად დემოკრატი რესპოდენტების 84% შეაფასა. რესპუბლიკელი რესპოდენტიბის 77% ქვეყნის პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილია. როგორც Ipsos-ის განცხადებაშია აღნიშნული, გამოკითხვაში მონაწილეობა 801-მა დემოკრატმა, 630-მა რესპუბლიკელმა და 251-მა დამოუკიდებელმა პირმა მიიღო. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის რეიტინგი დაგრძნობლად მას შემდეგ დაეცა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიასა და საზოგადოებაში მის ირგვლი მრავალი სკანდალი აგორდა. მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)