12:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 11:35:47, 483 ნახვა

სამართალი
ადეიშვილის ადვოკატი: ძებნა არც უნდა გამოცხადებულიყო

„მე რომ მკითხოთ, ძებნა არც უნდა გამოცხადებულიყო“, – ამის შესახებ ყოფილი იუსტიციის მინისტრის  ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ადეიშვილის მიმართ ბრალდებები პოლიტიკური დევნის საფუძელს ქმნიდა.

„ყველა წინაპირობა იყო იმის, რომ ადეიშვილთან მიმართებაში  მოცემული ბრალდება თავისი შინაარსით და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ამ ბრალდებებს წინ უსწრებდა, პოლიტიკური დევნის საფუძველს და ეჭვს ქმნიდა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს და რომელ ქვეყანაში რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მინიჭებული, მოცემულ ბრალდებასთან პირდაპირი შემხებლობაში ეს საქმე არ არის“, – აღნიშნა სვანიძემ.

 ცნობისთვის, ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით (2007 წლის ნოემბრის ეპიზოდები), სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ედება ბრალი, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  ადეიშვილი ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო, თუმცა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გაუქმდა.

გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  საქართველოს მთავარი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც  ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ.ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად  ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ქართული მხარისგან დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ძებნილი პირის მიმართ წითელი ცირკულარი გაუქმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics