|
2015-04-15 11:29:28, 594 ნახვა
სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებათა ნუსხას წარუდგენენ და შუამდგომლობებს დააყენებენ. სავარაუდოდ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არ მოითხოვს, ვინადან, ამისათვის საჭიროა გარკვეული პროცედურები და შესაძლოა ამ შუამდგომლობის დაყენება ვერ მოესწროს. "ჩვენ გვექნება რიგი შუამდგომლობები ბრალდების მხარის მიერ უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე, რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს ეფუძნება და შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ არის კანონდარღვევით მოპოვებული. დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულება აქვს მოპოვებული კანონის დაცვით. ამდენხანს ბრალდება ფურცლებით გვეჯიბრებოდა ჩვენ და გვეუბნებოდა, რომ მეტი ფურცელი წარვადინეთ საქმის, ვიდრე მათო. ახლა, როგორც ჩანს, გაეცნენ ჩვენს მტკიცებულებებს, რა წონადი მტლიცებულებებიცაა იციან და ფიქრობენ გამოგონილი მიზეზით დააყენონ ამ მტკიცებულების დაუშვებლობის შუამდგომლობა",-განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ. საპირისპიროს აცხადებს პროკურორი. ბრალდების მხარე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილი დასაშვებად არ ცნოს. "დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ჩვენი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და ვფიქრობთ, რომ სასამართლო დააკამყოფილებს ჩვენს მოთხოვნას.გარდა ამისა, ჩვენ დღეს ვიშუამდგომლებთ სასამართლოს წინაშე, რომ დაუშვებლად სცნოს დაცვის მხარის მეირ კანონის დარღვევებით მოპოვებული მტკიცებულებები",-აღნიშნა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა. დაცვისა და ბრალდების მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე სასამართლოს ჯერ კიდევ 1 აპრილსგამართულ პროცესზე უნდა ემსჯელა, თუმცა სასამართლო სხდომა დღევანდელ დღემდე გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლემ მტკიცებულებების ნუსხაში გარკვეული ტექნიკური უზუსტობები დაასახელა. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. პროკურატურის მიერ დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)