|
2017-05-19 17:57:22, 1622 ნახვა
საზოგადოება
ევროპის დღეების ფარგლებში სტუდენტებისთვის სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი- ევროინტეგრაცია“ გაიმართა
ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტების 40-მდე სტუდენტებისთვის თბილისში სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ გაიმართა. სემინარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს, მოგვიანებით კი ლექციებიც წაიკითხეს. ორი დღის განმავლობაში სტუდენტები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი, საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში, ასოცირების შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება, რელიგიური მრავალფეროვნება ევროკავშირში, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ სემინარი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროპის დღეების ფარგლებში მეორე წელია იმართება. ევროპის დღეები საქართველოში 25 მაისამდე გაგრძელდება. ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატით ხორციელდება. (NS)
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)