16:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 17:45:33, 1409 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული სტრატეგიული კომუნიკაციის რეგიონული სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი უწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია თითოეულ თანამოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან. საერთოდ ამ ღირებულებების თაობაზე და იმ სიკთეების, რომელიც შეიძლება ამ პროცესმა მოგვიტანოს. ჩვენ რუსულ პროპაგანდას, რუსულ ფულს, რუსულ თემას, რომლითაც ისინი იბრძვიან ინტეგრაციული პროცესების წინააღმდეგ, ვუპირისპირდებით სწორედ ცნობიერების ამაღლებით და არა ანტი-პროპაგანდით“, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხები განიხილეს, მათ შორის, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა და  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებები და მოვალეობები.

ასევე, სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა დარგობრივმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია  მიაწოდეს ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობისა და მიღებული გამოცდილების, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამისა (ENPARD) და მისი პრაქტიკული შედეგების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციას ახორციელებს. ამჟამად, კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics