16:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 17:10:27, 1398 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

ევროპული ინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ევროპის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ევროპის დღეები იმართება.

დღეს, ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო.

სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს თემაზე - „ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველო“ - ლექცია წაუკითხა. 

ლევან იზორიამ ყურადღება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა.

„მქონდა შესაძლებლობა, წამეკითხა ლექცია და მესაუბრა ევროპის ტიპის სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებზე. დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ პროპაგანდის შესაჩერებლად, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ადამიანის თავისუფლების, ღირსების დაცვის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობის წინაშე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიამ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის პრიორიტეტულია.

მინისტრმა თავდაცვის უწყებაში ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ოპტიმიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმებიც გაიხსენა.

ლექციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ნინო ბოლქვაძემ ლევან იზორიას თანამშრომლობისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. 

საქართველოში ევროპის დღეები 7 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით წელს მეხუთედ აღინიშნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics