|
2017-05-19 13:03:12, 2194 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩხეიძე გამოფენის „Caspian Agro 2017” გახსნას დაესწრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „Caspian Agro 2017” გახსნას დაესწრო. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართულ სტენდზე 11 ქართული კომპანიის - „გიუანი“, „ვაინმენი“, „ლაბორატორია დოქტორ ჯორჯი“, „ნექტარინი“, „ედენა“, „ჩარგალის წყაროები“, „არეანი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“, „თაფლოვანი“ და „ალვანი“ - პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰეიდარ ასადოვმა დაათვალიერეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, ასეთი მასშტაბის აგროსამრეწველო გამოფენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცისთვის. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ გულიევს და კომპანიის „აგროლიზინგი“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვერაზე კომპანიის წარმომადგენლებთან საქართველოში მოსავლის აგროვადების დაცვით აღების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დამატებითი ტექნიკის შემოყვანის დეტალებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა კომპანიის „აგრომოლი“ წარმომადგენლებთანაც. მხარეებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კომპანიის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ, ქართული ნაწარმი „აგრომოლის“ სავაჭრო ქსელში გაიყიდოს. გამოფენა „Caspian Agro“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, სადაც წარმოდგენილია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, ისე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიები. ყოველწლიურად, გამოფენის ფარგლებში, ექსპერტებთან შეხვედრები, დანადგარებისა და აღჭურვილობების საჩვენებელი გამოცდა და ინოვაციური ტენდენციების პრეზენტაციები ტარდება. საქართველო წელს გამოფენაში მონაწილეობას მესამედ იღებს.
(NS)
WSJ: CIA-ს ხელმძღვანელი შესაძლოა პუტინთან მოახლოებული მობილიზაციისა და ნატოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამო ჩაფრინდა
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)