|
2017-05-19 10:38:43, 1538 ნახვა
საზოგადოება
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული წარმომადგენლობა ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის მიზანია, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გაძლიერდეს მხარდაჭერა და თანაგრძნობა. მათივე ინფორმაციით, ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ჟურნალისტის როლი. მედიასა და საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერების დონე იძულებით გადაადგილების ძირითადი მიზეზებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან დევნისა თუ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის ძიების დროს. მედიამ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა სირთულეები ხვდებათ ლტოლვილებს და რა შესაძლებლობები არსებობს მათი წარმატებული სოციალური ინტეგრაციისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ჟურნალისტს, ვისი მასალაც საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან 10 ივნისამდე, გადაიცა ან მომავალში გამოქვეყნდება. კონკურსი ღიაა ყველა ტიპის მედიისათვის, იქნება ეს: ტელევიზია, რადიო, ბეჭდური თუ ელექტრონული გამოცემა. ჟურნალისტებმა, 2017 წლის 10 ივნისამდე უნდა წარუდგინონ UNHCR-ს ერთი ნამუშევარი/სტატია (ბეჭდური, აუდიო, მულტიმედია). ნამუშევრები უნდა მომზადდეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. UNHCR-ისთვის წარდგენილ საკონკურსო მასალას თან უნდა ერთოდეს ჟურნალისტის საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტა. ყველა მონაწილე მიწვეული იქნება დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული. გამარჯვებული შეირჩევა ქვემოთ მოცემული ყოველი კატეგორიისთვის: - საუკეთესო საგაზეთო სტატია; - საუკეთესო ინტერნეტ სტატია/საუკეთესო ბლოგი; - საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი მასალის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: kajaia@unhcr.org (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)