21:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 10:29:17, 2261 ნახვა

მსოფლიო
FBI-ის დირექტორობის ძირითადი კანდიდატი ყოფილი სენატორი ჯონ ლიბერმანია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში დაინიშნება, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ძირითადი კანდიდატი ყოფილი სენატორი ჯონ ლიბერმანია.

„ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ავირჩიოთ, ლიბერმანი კი ძირიტადი კანდიდატია“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. ტრამპის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ საკითხებს არ უკავშირდება და პრეზიდენტმა ის კონსულტაციებისა და რჩევების შედეგად მიიღო. ტრამპის შეფასებით კომი ბიუროს არა ეფექტურად ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს კომი ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics