|
2017-05-18 19:01:17, 2710 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
Reuters: ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთს შორის სულ მცირე 18 საიდუმლო კონტაქტი შედგა
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი მაიკლ ფლინი და პრეზიდენტის სხვა მრცევლები, საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ – ამის შესახებ Reuters წერს. მედია საშუალების ცნობით, დონალდ ტრამპის მრჩევლები 2016 წელს, 6 თვის განმავლობაში, ტელეფონითა და მეილით სულ მცირე 18 ჯერ დაუკავშირდნენ კრემლთან კავშირში მყოფ პირებს. ამ დრომდე გაუმჟღავნებელი ჩანაწერებიდან, ნაწილს FBI და კონგრესის მკვლევრები განიხილავენ, რათა გამოამჟღავნონ რუსეთის ჩართულობა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. Reuters–ის ცნობით, საიდუმლო ჩანაწერებიდან 6 სერგეი კისლიაკს (რუსეთის ელჩი აშშ–ში) და ტრამპის მრჩევლებს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი იყო. იანვარში, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, პრეზიდენტის წარმოამდგენლებმა რუსეთის ხელისუფლებასთან ყველანაირი კავშირი უარყვეს, თუმცა საარჩევნო კამპანიის შემდეგ მათსა და კისლიაკს შორის 4 შეხვედრა შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)