|
2017-05-18 18:10:08, 1699 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა 59 ეკომიგრანტ ოჯახზე კომპენსაციას გასცემს
აჭარის მთავრობა თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარით, ხოლო 2 ოჯახს ბინით აკმაყოფილებს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრები 32 ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილა. აღნიშნულ ოჯახებს, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 000 ლარი გამოიყოფა. კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. სამთავრობო კომისიამ მაისის დასაწყისში თხილვანაში მცხოვრები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 25 000-25 000 ლარით უზრუნველყოფის საკითხი განიხილა, ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ჯამში, სოფელ თხილვანაში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარი გამოეყოფა. 2 ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ხულოს სოციალურ სახლში განიხილება. სოფელ თხილვანაში მეწყერული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა. კომისიამ სხდომაზე, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებას დაქვემდებარებული 3 ოჯახის და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული 3 ოჯახის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი განიხილა. ასევე, მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობის განხილვა, სტიქიისა შედეგად დაზარალებული 2 და ხანძრის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახის ფინანსური დახმარების თაობაზე. სტატისტიკა:
(NS)
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)