15:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 15:03:24, 1628 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტებისთვის მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო

შოთა  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში, მეტყევეობაში საზაფხულო სკოლა მოეწყო.

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა სატყეო მიმართულების 20-მდე სტუდენტისთვის, თეორიულ სწავლებასთან ერთად, ბეთანიის ტყეში, პრაქტიკული კურსი ჩაატარეს.

საველე ტრენინგზე სტუდენტებმა ბეთანიის მიმდებარე ტყეები დაათვალიერეს და სანიმუშო ფართობის გამოყოფის, ტყის ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდების, კორომის თვალზომური შეფასების,  ტყის ტიპების დადგენის მეთოდების, არამერქნული რესურსების აღრიცხვისა და მაღალკონსერვაციული ღირებულების ტყის უბნების იდენტიფიცირების საკითხებს გაეცნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics