|
2017-05-18 14:29:44, 1692 ნახვა
საზოგადოება
ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
თბილისის მერია და ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. ქუჩის განვითარება და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე მომზადდება, ხოლო ფიზიკური სამუშაოები 2018 წელს დაიწყება. ფიროსმანის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი რიმა ბერაძე, თბილისის „განვითარების ფონდის დირექტორი“ გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ. „დღეს შევხვდით ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას და ვისაუბრეთ მათთან ფიროსმანის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოებზე. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და შემდგომ პერიოდში დგება ის დრო, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები უნდა მოვამზადოთ ამ უბნის განვითარებასთან დაკავშირებით. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებში არსებული მდგომარეობა და ამ ადამიანების ცხოვრება გახდება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ფიროსმანის ქუჩის აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მსხვილი არეალების რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელდება და ქუჩაზე მდებარე 40-მდე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება. ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის ქუჩაზე, N29 - ში მდებარე მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის დაწყება 2017 წელს იგეგმება. შენობის საპროექტო სამუშაოები 3 თვეში დასრულდება, ხოლო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. (NS)
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)