|
2017-05-18 14:05:27, 2417 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ Facebook-ი 120 მილიონი დოლარით დააჯარიმა
ევროკომისიამ ამერიკული სოციალური ქსელი Facebook-ი 120 მილიონი დოლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ევროკომისიამ ჩათვალა, რომ Facebook-მა WhatsApp მესენჯერის შესყიდებით იგი შეცდომაში შეიყვანა. ევროკომისიის წარმომადგენლის მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით, Facebook-ის ადმინისტრაციამ 2014 წელს განუცხადათ, რომ შეუძლებელი იყო ორი ქსელის "ექაუნთების" ერთმანეთთან ავტომატური დაკავშირება, თუმცა 2016-ში სოციალური ქსელის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, WhatsApp აპლიკაციის მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და მისი Facebook პროფილი ერთმანეთს დაუკავშირდა. ამ გადაწყვეტილებით, ევროკომისიის წევრები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ვესტაგერის თქმით, სოციალური ქსელი მათთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდა, თუმცა ევროკომისია ამის შესახებ არ გაუფრთხილებია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)