15:23 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 12:15:14, 1975 ნახვა

საზოგადოება
სკოლის მოსწავლეებისთვის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ბანაკი შეიქმნება

მოსწავლეებისთვის კიდევ სამი ახალი ბანაკი გაკეთდება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯეჯელავას თქმით, ბანაკებში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას აპირებენ, რომელიც  მინისტრის  შეფასებით, მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 რაც შეეხება მოსწავლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, ჯეჯელავა  ამბობს, რომ შერჩევა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრებით არ მოხდება:

„დიდი ხანია არსებობს ანაკლიის ბანაკი მოსწავლეებისთვის. სახელმწიფო ბანაკი ერთი გვქონდა. ვაპირებთ, ბანაკებში მოსწავლეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გავზარდოთ.

ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ბანაკი გვქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მეორე მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე იქნება. შევეცდებით,  ვიპოვოთ ობიექტები, სადაცაა საცხოვრებელი პირობები და  ერთი კვირით ჩავიყვანთ მოსწავლეებს. უფასოა ბანაკები. ყველა რაიონიდან ხდება მოსწავლეების შერჩევა. ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მქონეს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება. მოგვიწევს შემთხვევითობის შემოტანა. როცა რაიმე კრიტერიუმი შემოგაქვს, იქ ფილტრი ჩნდება“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics