15:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 21:27:17, 1738 ნახვა

საზოგადოება
წერეთლის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის და ოზონის შემცველობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა

თბილისის ზოგიერთ უბანში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის, ოზონისა და მტვერის შემცველობამ, გუშინ, დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა.

გარემოს ეროვნული სააგენტო სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.04მგ/მ3) წერეთლის გამზირზე (N105) გადააჭარბა (0.042მგ/მ3). ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში კი, აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებშია.

ჰაერში აზოტის ოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.06 მგ/მ3) ასევე წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.064). ამ კუთხით, ვარკეთილისა და ყაზბეგის გამზირის ტერიტორიაზე დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ ნორმის ფარგლებშია.

ოზონის შემცველობა სამივე ლოკაციაზე დასაშვებ ზღვარს (0.03მგ/მ3) სცილდება. კერძოდ, ვარკეთილში (3 მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჰაერში ოზონის შემცველობა გუშინ 0.076 მგ/მ3 იყო; ყაზბეგის გამზირზე (წითელ ბაღთან) 0.067 მგ/მ3; წერეთლის გამზირზე კი, 0.046 მგ/მ3.

რაც შეეხება მტვერს, ჰაერში მტვერის შემცველობა დასაშვებ ზღვარს (0.05) მხოლოდ წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.074მგ/მ3).

ცნობისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე დაამონტაჟეს. აქამდე თბილისში მხოლოდ ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომატური სადგურების საშუალებით, დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი ხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics