15:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 17:20:26, 1615 ნახვა

საზოგადოება
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2016-2017 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 17 მაისს დაიწყო და 20 ივნისამდე  გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, განაცხადების შევსება  დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს,  მისამართზე - ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა.  ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ   ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge .  

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობის ასლი; დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან ჩარიცხვის წლის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).

კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.)

პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და  ჰქონდეს დევნილის აქტიური სტატუსი, სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2016-2017 წლებში.

2017 წელს,  პროგრამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  140 000 ლარი გამოიყო.

იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური რესურსი ყველა განაცხადის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება, სააგენტო უფლებამოსილია პრიორიტეტი  სოციალურად დაუცველ დევნილებს მიანიჭოს.

პროგრამა  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics