|
2017-05-17 16:32:00, 1622 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2007 წლის 15 მაისს სახალხო დამცველმა სხვადასხვა სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხები, ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და პრობლემების მოგვარების გზები განიხილეს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი წლებია, სწავლობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა პრობლემებს და რეგულარულად ასახავს თავის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის და სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხები; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მომსახურების მიღება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარსა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაზე. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციები შეიმუშავა საქართველოს მთავრობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი: უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების მოწყობა და რეგიონს გადაეცეს ბავშვთა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულ ბავშვებსაც მოემსახურება გამოყოს დამატებითი რესურსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის ფინანსური და მატერიალური დახმარებისა და მათი პროფესიული გადამზადების მიზნით. უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი აღჭურვა უმოკლეს ვადაში გადასცეს სასწრაფო დახმარების მანქანა საბერიოს სასწრაფო დახმარების ცენტრს მიიღოს ყველა ზომა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დასახმარებლად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერვისებს სთავაზობენ ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ. უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნა ზუგდიდში, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ პირებსაც მოემსახურება. შეიმუშაონ მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე. მომზადდეს ცვლილებები „რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის მიმართ, მიუხედავად მოქალაქეობისა, სავალდებულო ხასიათი ჰქონდეს ერთგვაროვან პრაქტიკას.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)