19:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 15:44:20, 737 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება.

ამ მიზნით, ლიცეუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის N173-ე საჯარო სკოლაში დასრულდა.

ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა იაკობ მარუაშვილმა და კადეტებმა მოსწავლეებს სასწავლებლის ისტორიის, ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სასწავლო პროგრამების, მიღების პირობების შესახებ ინფორმაცია მიწოდეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები ფიზიკური მომზადების, სწავლის პროცესისა და დღის განრიგით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობასაც შეეხო.

შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

უახლოეს დღეებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „ღია კარის დღე“ გაიმართება. დაინტერესებულ პირებს სამხედრო სასწავლებელში მიმდინარე პროცესებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაცნობის, ასევე ინფრასტრუქტურის დათვალიერების საშუალება მიეცემათ.

სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კადეტები, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics