19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 13:19:10, 2099 ნახვა

ეკონომიკა
აჭარა ფრანქფურტში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „IMEX 2017“ მონაწილეობს. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი. 

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების, ტურიზმის სახელმწიფო სამსახურებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის მიზნით. 

ფრანქფურტის ტურისტული გამოფენა „IMEX 2017“ მსოფლიოში საქმიანი ტურიზმის კუთხით  უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას MICE ტურიზმით დაინტერესებული უმსხვილესი კომპანები და ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობენ. ყოველწლიურად გამოფენას 3,500-ზე მეტი მონაწილე საერთაშორისო სასტუმრო ქსელებიდან, საკონვენციო ბიუროებიდან, ავიაკომპანიებიდან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზებიდან და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანიებიდან სტუმრობს.

„ჩვენ, პირველად ვღებულობთ გამოფენაში მონაწილეობას, რადგან აჭარა საქმიანი ტურიზმის კუთხით საქართველოში ნამდვილად გამორჩეული რეგიონია. ჩვენ მეორე დღეა ვმართავთ შეხვედრებს კომპანიებთან და სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენი მთავარი მიზანი გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების დაკავშირებაა უკვე ქართულ კომპანიებთან, რათა მათ ერთობლივად დაგეგმონ ფორუმები, შეხვედრები და მსგავსი ღონისძიებები, რაც რეგიონში საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ აღნიშნა მიხეილ კოპლატაძემ,  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა გამოფენაზე ყოფნისას. 

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წარადგინა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics