|
2017-05-17 11:11:34, 1488 ნახვა
საზოგადოება
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა (ვიდეო)
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა მათთვის განკუთვნილ ტრანსპორტამდე მიაცილეს. აქცია „იდენტობის“, „ქალთა ინიციატივისა“ და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ორგანიზებით ჩატარდა და მისი ლოზუნგი იყო - „ნუ დადგები ძალადობის მხარეს“. როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის მონაწილე ლევან ბერიანიძემ განუცხადა, მათი მიზანია, პროტესტი არსებული ძალადობისა და ჩაგვრისადმი, რასაც ყოველდღიურად განიცდიან ლგბტ ადამიანები. ბერიანიძე საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღონ ისეთად, როგორიც არიან და შეწყვიტონ ძალადობა. აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მათ პირველად შეძლეს ამგვარად შეკრება: „არ მოგვკლათ, არ გამოგვყაროთ სახლებიდან, შექმნას სახელმწიფომ ეფექტიანი მექანიზმი ჩვენი დაცვისათვის, ამას ვითხოვთ ჩვენ“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო. სამართალდამცველებმა კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შეეძლოთ. ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფიობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. აღნიშნული თარიღი სიმბოლურია, რადგან 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)