13:55 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 17:30:50, 1474 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 27-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

ნოდარ კერესელიძემ ,,ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა  და  კონტროლის  კუთხით  განხორციელებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს წარუდგინა საბჭოს ახალი წევრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლის სახით და იმედი გამოთქვა სამომავლო წარმატებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ვეტერინარებთან  აქტიური თანამშრომლობა.

ქვეყანაში ვეტერინარის პროფესიის პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლაბორატორიის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (USDA),  ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და  საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები.

საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი.

ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის  მორიგი სამუშაო შეხვედრა ივლისის თვეში გაიმართება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics