|
2017-05-16 17:12:59, 4478 ნახვა
კულტურა
პუტინის ახლო მეგობარი გენადი ხაზანოვი თბილისში სპექტაკლებს გამართავს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მსახიობი, რომელიც ყირიმში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს, თბილისში სპექტაკლებს გამართავს. რუსთაველის თეატრში, 3-8 ივნისს ანტონ ჩეხოვის თეატრის გასტროლებია დაგეგმილი. შესაბამისი აფიშები თეატრის დაფაზე უკვე გამოკრულია. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი 6 სპექტაკლიდან 5 სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი გენადი ხაზანოვი შეასრულებს.
2014 წლის 11 მარტს, გენადი ხაზანოვმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომლის თანახმადაც, რუსეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ყირიმსა და უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს მხარი დაუჭირეს. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული: სახალხო არტისტი (1991 წ.); მეგობრობის ორდენი (1995 წ.); სახელმწიფო პრემია (1995 წ.). 2000 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას სახელმწიფოს წინაშე დამსახურების მეოთხე ხარისხის ორდენი გადასცა. 5 წლის შემდეგ, პუტინმა იგი ამავე დამსახურებისთვის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ხაზანოვმა სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისთვის მეორე (2010 წ.) და პირველი (2015 წ.) ხარისხის ორდენებიც მიიღო.
თბილისში ჩეხოვის თეატრის გასტროლთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რუსული თეატრის ვიზიტს ქართული მხარე არ აფინანსებს: „რუსი მსახიობის გენადი ხაზანოვის ვიზიტს თავად "ჩეხოვის თეატრი" აფინანსებს. ასევე, მათ გამოთქვეს სურვილი აქ ჩამოსულიყვნენ და სპექტაკლები გაემართათ, შესაბამისად, ჩამოსვლის ორგანიზებასაც თვითონ ახორციელებენ. საორგანიზაციო საკითხებსაც თვითონ აგვარებენ. ჩვენი მხრიდან კი, მხოლოდ რუსთაველის თეატრის სცენას ვთავაზობთ, რომელშიც საიჯარო საფასურსაც თვითონ იხდიან", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ხაზანოვი 2012 წლის 6 თებერვალს ოფიციალურად დასახელდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის (ამჟამად პრეზიდენტის) ვლადიმერ პუტინის სანდო პირად.
პუტინის მიმართ პატივისცემა თავად ხაზანოვმაც არაერთხელ გამოხატა. მან 2015 წელს გენადი ხაზანოვმა ქვეყნის პრეზიდენტს დაბადების დღეზე საიმპერატორო გვირგვინის ასლი აჩუქა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)