|
2017-05-16 11:42:41, 1725 ნახვა
საზოგადოება
მონაცემთა გაცვლის სააგენტო „WannaCrypt
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE) ყურადღებით ადევნებს თვალს „Ransomware WannaCrypt/WannaCry" ვირუსის გავრცელებას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღნიშნული ვირუსისგან თავის დასაცავად სააგენტომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის. ვირუსისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა დროულად განაახლონ ოპერაციული სისტემები, კერძოდ, ისარგებლონ კორპორაცია „Microsoft"-ის უსაფრთხოების MS17-010 ბიულეტენით რეკომენდებული განახლებით (https://technet.microsoft.com/en-us/library/security/ms17-010.aspx). კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი მომხმარებლებს მოუწოდებს, კომპიუტერული ვირუსის მოსაგერიებლად დაიცვან სამი რეკომენდაცია: განაახლონ ოპერაციული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა; არ გახსნან საეჭვო და უცნობი მისამართებიდან ელექტრონული ფოსტით მიღებული ფაილები; ასევე, ყურადღებით მოეკიდონ ნაცნობი მისამართებიდან გამოგზავნილ ფაილებს და გახსნან ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული არიან მათ უტყუარობაში; ყოველთვის იქონიონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სარეზერვო ასლები და დარწმუნდნენ, რომ გაკეთებული ასლები არ არის დაზიანებული და მათგან შესაძლებელია ინფორმაციის აღდგენა. ამ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რისკს, დაზარალდნენ კონკრეტულად „WannaCrypt" ან ნებისმიერი სხვა კიბერვირუსისაგან. „WannaCrypt" ვირუსი კომპიუტერულ ქსელში 12 მაისიდან ვრცელდება. გლობალურმა ჰაკერულმა შეტევამ 150-ზე მეტი ქვეყნის 200.000-მდე ობიექტი უკვე დააზიანა. (NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)