|
2017-05-16 09:46:14, 1815 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო
16 მაისიდან ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი სამინისტროს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე (N1-1/200, 01-98/თ) შექმნეს. ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. "მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან. ბრძანება უკვე ამოქმედდა, 16 მაისიდან ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს. აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს", - ნათქვამია განცხადებაში. (NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)