12:18 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 22:02:21, 1790 ნახვა

საზოგადოება
16 მაისის ანონსი

ხვალ, 16 მაისს (სამშაბათი) 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გამართავენ ერთობლივ პრესკოფერენციას თემაზე: "საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება".

მისამართი: ბიზნეს ასოციაციის ოფისი (ლეონიძის ქ # 2; ბიზნესცენტრი "ტაბიძის 1" მე-2 სართული).

16 მაისს, 11:00-ზე საქართველოში გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. მის: ასათიანის 9ა -დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

16 მაისი, 12:00 სთ - ენმ ის ცენტრალურ ოფისში ირაკლი ნადირაძის პრესკონფერენცია გაიმართება

16 მაისს, 12:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  კასპის „ოკუპაციის მუზეუმში“ შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სტუდენტებს,  ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა  #126

საკონტაქტო პირი მანანა მჭედლიშვილი. ტელეფონი: 577 999 773

16 მაისი, 13:00სთ - სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

16 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ვარძიის ტერიტორიაზე „ვეფხისტყაოსნის" სტროფებს გადაწერენ.

 

 

 

პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს". 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა 15 მაისს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე დაიწყო და საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics