|
2017-05-15 17:15:27, 1608 ნახვა
საზოგადოება
შალვა ხუციშვილი: ქართული წარმოშობის 325 „კანონიერი ქურდია“ დარეგისტრირებული
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ქართული წარმოშობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, - ამის შესახებ ხუციშვილმა "საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში ისაუბრა, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებს წარუდგინა. ხუციშვილის ინფორმაციით, მათი ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირის ქვეყნებში. "ყველაზე მაღალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რაც შეიძლება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ეს დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა ევროპის პოლიციის სამსახურთან თანამშრომლობა გავაღრმავოთ. კონკრეტულად, ევროპული ქვეყნების პოლიციებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტი გვაქვს, რადგან ევროპასთან ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ამერიკას, ნორვეგიას, შვეიცარიას. ანუ, მათ, ვისაც მაღალი საპოლიციებო სტანდარტები აქვთ. ქართული წარმოშობის 325 კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირში. როცა ერთ ქვეყანაში უკანონო შემოსავლების მიღება ხდება, მეორე ქვეყანაში ამის გათეთრება, ევროპოლთან შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს სურათი სრულად დავინახოთ და ლოკალურად კონკრეტულ ქვეყნებთან არ ვიმუშაოთ, რომლებთანაც ისედაც ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ხუციშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაული, როგორც ეს ევროპული სტანდარტებითაა შეფასებული, მინიმალურ დონეზეა. რაც შეეხება ე.წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის ამოქმედებას, ხუციშვილის ცნობით, ძალოვანი უწყება მთავრობას შესაბამისი ინიციატივით მიმდინარე თვეში მიმართავს, რომ პროექტის განხილვა და ინიცირება მოხდეს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)