11:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 14:39:57, 331 ნახვა

პოლიტიკა
დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის  წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებით დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებზე ისაუბრეს და გამოთქვეს შეშფოთება, რომ მთავრობა  მსგავს განცხადებებზე შესაბამის ყურადღებას არ ამახვილებს. ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით და ის კრიტიკა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მათ მიმართ გამოთქვამს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი განაცხადეს, რომ  ამ საკითხებს  მთავრობის წევრებთან დააყენებენ.
"ვისაუბრეთ იმ ანტიევროპულ დისკურზე, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის, მათ შორის ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდანაც და მის შესაძლო ძალიან ცუდ შედეგებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მათ შორის იყო გოგი თოფაძის განცხადებაზე, და ზოგადად განცხადებები, რომლებიც ასევე არასამთავრობო სექტორის საქმიანობას უკავშირდებოდა.არაერთხელ არასამთავრობო სექტორი გახდა უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი, ისმის ძალიან საეჭვოდ კითხვები დაფინანსების და სხვა მიმართულებით, რაც დამახასიათებელი არ არის ევროპული ქვეყყნების კურსისთვის",-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი  ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვივნენ.სამმხრივ ფორმატში ეს სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველი  ერთობლივი ვიზიტია საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics