|
2015-04-14 14:23:48, 459 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხი დანიის, პოლონეთის და შვედეთის მინისტრებთან შეხვედრაზე დასვეს
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხი დანიის, პოლონეთის და შვედეთის მინისტრებთან შეხვედრაზე დასვეს. ამასთთან, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მათ მინისტრებთან იმ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით და გარეთ აქვს. „ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩვენი ხედვა იმ მთავარი გამოწვევების, რომელიც აქვს საქართველოს გარედან ანუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ჩვენი აგრესორისგან. საქართველოს შიგნით ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგად ეს ორი პრობლემა ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის კომბინაციაში ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალს და მათ შორის რა თქმა უნდა ის ეროზია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პროდასავლური კურსის მიმართულებით ისე რეალურ დამძიმებას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანის უფლებათა მიმართულების და პოლიტრიკური დევნის“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)