07:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 10:36:13, 560 ნახვა

რეგიონი
საქართველოს ფოსტა მაღალ მთიან რეგიონში სერვის ცენტრს ხსნის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა" დღეს, 13:00 საათზე, ახალი კონსტრუქციის პირველ ცალკე მდგომ სერვის ცენტრს თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნის.

ღონისძიებას  საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრებიან.

საქართველოს ფოსტა თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად 4 ახალ სერვის ცენტრს: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გაიხსნის. თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე იგეგმება კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის ცენტრებიდან ვიდეო ჩართვები, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეო ტრანსლაციის საშუალებით საშუალება მიეცემათ პარალელურ რეჟიმში დააკვირდნენ კახეთის  ოთხი სერვის ცენტრების გახსნას.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics