2017-05-14 10:53:42, 1668 ნახვა
საზოგადოება
მაღაროელებს დღეს დაკრძალავენ
ტყიბულში დაღუპულ მაღაროელებს დღეს დაკრძალავენ.
ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას დაიღუპნენ.შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად ოთხი მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაღუპულებს ექსპერტიზა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან