03:18 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 19:29:33, 1883 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ეიკი ნესტორმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტის ფარგლებში საქართველოში სტუმრობა გაიხსენა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ტალინში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პარლამენთტაშორისი მეგობრობის ჯგუფების აქტიურობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ესტონეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს და იმედი გამოთქვა, რომ ესტონეთის თავმჯდომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ისაუბრეს მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნეს, რომ სამაგალითო პარტნიორობასთან ერთად საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებთ.

შეხვედრისას, ყურადღება ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას დაეთმო. გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდოომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics