|
2017-05-12 13:44:21, 1442 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთი Booking.com-თან დაკავშირებით საქართველოს პრეტენზიებს გამოეხმაურა - „ეს აჩვენებს ქვეყნის სისუსტეს“
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ საქართველოს ხელისუფლებას საქმიან და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადასვლა ურჩია, - ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ იუწყება. ე.წ. მინისტრის თქმით, საქართველომ პოპულიზმს თავი უნდა დაანებოს. მისივე შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვა, ონლაინ-სერვის Booking.com-ის ხელმძღვანელობას „წვრილმანი ხულიგნობაა“. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ Booking.com-ის სარეგისტრაციო ველში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ ფიქსირდება. ჩვენ უწყების შეფასებას ვიღებთ, როგორც წვრილმან ხულიგნობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოიტანს. ეს თვითონ საქართველოს დისკრედიტაციას ახდენს, აჩვენებს მის სისუსტეს და არათავდაჯერებულობას. ეს ყველაფერი აფხაზეთის ეკონომიკაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. აფხაზეთის ტურიზმი ორიენტირებულია, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობაზე და ნაწილობრივ დსთ-ს ქვეყნების მკვიდრებზე“, - აღნიშნა დე-ფაქტო მინისტრმა. ამასთან, არძინბამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს აფხაზეთს საერთაშორისო ურთიერთობების დარეგულირების პროცესში ხელი შეუშალოს, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ, სპორტულ და კულტურულ სფეროებში. „ჩვენ ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ ყველაფერს და ეს ჩვენ არ გვახარებს. ქართულმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ათობით ათასი ქართველი ცხოვრობს და ისინი ყველა სოციალური პირობით არიან უზრუნველყოფილნი, ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. საუბარია სოციალურ და საპენსიო თანხებზე. ყოველწლიურად სახელმწიფო საზღვარს კვეთს 4 ათასი ადამიანი. ეს ადამიანები ქართველები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ 1999 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე ცალმხრივ ფორმატში დააბრუნეს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და იმ დროისთვის სწორი“, - დასძინა ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა. ადგურ არძინბამ ასევე დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჟიმბას სიტყვები გაიხსენა: „ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ პროცესი შეუქცევადია და წარსულში დაბრუნება შეუძლებელია“. ე.წ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი უკვე 25 წლის განმავლობაში „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. მან ქართველ კოლეგებს ურჩია, „იაფფასიან და პოპულისტურ პოლიტიკას“ თავი დაანებონ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებს. „დროა საქმიან და პრაგმატულ პოზიციას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა არძინბამ. შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდი Booking.com, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის სერვისს სთავაზობს, ოკუპირებულ აფხაზეთს რიგ შემთხვევებში ცალკე „სახელმწიფოდ“ მოიხსენიებს.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)