09:13 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 12:37:12, 1944 ნახვა

საზოგადოება
მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების პრევენციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა

მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის გიორგი გახარიასა და დავით სერგეენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა - 11 მაისს გამოიცა ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ“ (11.05.17; 1-1/200; 01-98/თ). 

ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი ბრძანებით, იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტები შევლენ. „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგისა და ობიექტის ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით“ - აღნიშნულია ბრძანებაში. 

ერთობლივი ბრძანების მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფში, მისი წევრების გარდა, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობების, ასევე სამუშაო ადგილების შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 11 მაისს „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც გიორგი გახარია და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დასკვნით ეტაპზეა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, თუმცა, მის ამოქმედებამდე, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს მაღალი რისკის ობიექტებზე მომუშავე ადამიანების შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics