|
2017-05-12 10:59:53, 1568 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა 92% აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ სმენიათ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ სმენიათ. კერძოდ, კითხვაზე- გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ, 92%-მა ღნიშნა, რომ სმენიათ, 7% აცხადებს, რომ არ სმენია, 1% კი აფიქსირებს - "არ ვიცი". გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე ამბობს, რომ აქვთ საკმარისი ინფორმაცია წესებისა და პროცედურების შესახებ. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)