19:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 21:21:56, 2416 ნახვა

მსოფლიო
იური ლუჟკოვი საქართველოში ჩამოსვლას სექტემბერშიც აპირებს - „ქართველმა მეგობარმა ქორწილში მიმიწვია“

მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, - ამის შესახებ ლუჯკოვმა "რია-ნოვოსტის" განუცხადა.

"საერთოდაც, მე ვაპირებ , რომ სექტემბერში ჩემს საყვარლე საქართველოში ჩავიდე. დაპატიჟებული ვარ ქორწილში, რომელშიც ჩემმა ქართველმა მეგობარმა მიმიწვია. მეუღლესთან და ოჯახთან ერთად მინდა ქართული ქორწილი ვნახო. ეს ძალიან საინტერესოა, ყოველთვის მასშტაბური და ლამაზი ღონისძიებაა. თუ ეს არ მოხდება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ვფიქრობ, რომ ჩვენ დაველოდებით - დაველოდებით სხვა დროს, რომელიც აუცილებლად მოვა. ვფიქრობ, რომ ასეთ ველურ გადაწყვეტილებებს, საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს და არც უნდა მიიღოს", - აღნიშნა ლუჟკოვმა.

ამასთან, იური ლუჟკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით დაუსაბუთებული და გაუგებარია.

ცნობისთვის, შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ ჩამოვა და ის ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics