|
2017-05-11 16:59:21, 1643 ნახვა
საზოგადოება
ირლანდია საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს – დენის ოდონოვანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო მოლოდინები. ასევე, საქართველოს სენატის თავმჯდომარეს საქართველო-აშშ-ის უაღრესად მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობებისა დასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში მიმდინარე ვიზიტის თაობაზე, ინფორმაცია მიაწოდა. სენატის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა, როგორც საქართველო-ირლანდიის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, ასევე ქვეყნის წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრის დასასრულს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დენის ოდონოვანი საქართველოში მოიწვია, რაზეც სენატის თავმჯდომარემ წინასწარი თანხმობა განაცხადა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)