03:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 16:16:27, 1896 ნახვა

პოლიტიკა
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მორიგი ინციდენტი მოხდა

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მორიგი ინციდენტი მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დარბაზში მოქალაქეებისთვის განკუთვნილი მიკროფონიდან „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარტიის შეხედულებებზე საკმაოდ ვრცლად კრიტიკულ კონტექსტში ისაუბრა.  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მას სთხოვა, ადგილობრივებისთვის მიეცა კითხვების დასმის საშუალება.

„ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს, როდესაც აცხადებთ, ბატონო ირაკლი, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის სუბიექტური ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედებთ. თქვენ თუ მართლა გული შეგტკივათ  პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციაზე, მაშინ ბოლოდან კიარ უნდა დავიწყოთ კონსტიტუციიდან, მანამდე უნდა დავიწყოთ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში იმგვარი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ, რომ „მოქალაქეთა კავშირის“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებს შორის ერთი და იგივე პირები არ მეორდებოდნენ ათეულობით. როდესაც ბლოკურ სისტემას გვართმევთ და  5%-იან ბარიერს გვიტოვებთ, რეალურად ამით თქვენ იხანგრძლივებთ  ძალაუფლებაში ყოფნის შესაძლებლობას განუსაზღვრელი ვადით.

სასამართლო ხელისუფლების თავში „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 89-ე მუხლში ხომ წარმოგიდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს  როლის გაზრდას გულისხმობდა?! თქვით, რომ განიხილავდით, გაითვალისწინებდით. ერთი სიტყვა არ გაქვთ გათვალისწინებული“,-მიმართა ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძეს.

„პარლამენტში ხარ? რისთვის მოხვედი, საიდან მოხვედი“,-ისმოდა მოქალაქეების შეძახილები დარბაზში.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას მიმართა, დამშვიდებულიყვნენ:

„გთხოვთ, დამშვიდდეთ, გუშინ ანალოგიური იაფფასიანი პროვოკაცია გვქონდა სხვა ქალაქში და მაშინ პირობა დადეს ამ პარტიის წარმომადგენლებმა, რომ პროვოკაციებს გააგრძელებდნენ და როდემდე უნდა გააგრძელონ ასეთი იაფფასიანი პროვოკაციები, არ ვიცი“,-აღნიშნა  ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics