07:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 16:03:47, 1724 ნახვა

საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იშვიათი ვაზის ჯიშები გაშენდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგები გადასცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგო. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან და სრულიად სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან, დეკანოზ მიქაილ ბოტკოველთან ერთად საქართველოს  რეგიონებში გავრცელებული ვაზის ნერგები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დარგეს.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოს მარანსაც გადასცა იშვიათი ვაზის ნერგები, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, მარნის ტერიტორიაზე გაშენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის აპრილში გაფორმდა.

 მემორანდუმის მიზანია ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენება და ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია, ასევე  მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა და მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარებას  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics