06:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 15:52:09, 525 ნახვა

რეგიონი
საქართველოს პარლამენტში აჭარისა და ქვემო სილეზიის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში,  დღეს, აჭარისა და ქვემო სილეზიის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

აჭარის დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ქვეყნებსა შორის ურთიერთობების და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარა და ქვემო სილეზია რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.

მისივე განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობები რეგიონებს შორის უკვე დაწყებულია  როგორც საგანმანათლებლო და კულტურული, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით და   თანამშრომლობა  დაიწყო ასევე ქვემო სილეზიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის.

წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ასევე სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარ ფშიბილსკიმ.

შეხვედრას პოლონური მხრიდან ესწრებოდნენ ასევე ქვემო სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი, რეგიონული პარლამენტის (სეიმის) წევრები და პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

დღესვე, ბაგრატოვანთა დარბაზში გამართული შეხვედრის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის საბჭოს (სეიმი) შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აჭარის  უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ მოაწერა.

ასევე, ხელი მოეწერა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და მილიჩის გმინას (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

დღეს, საღამოს, პოლონეთის დელეგაციის წევრები რუსთაველის თეატრში გამართულ- პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაცია 11 მაისს, რუსთაველის თეატრში გამართულ- პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან.

 12 მაისს კი საერთაშორისო გამოფენა - „Expo Batumi 2017-ის" გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. 12 მაისს, ბათუმში დაგეგმილია საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმი სახელწოდებით - "ვროცლავი-ბათუმი", ასევე აჭარისა და ქვემო სილეზიის თანაშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრა.

ქვემო სილეზიის დელეგაცია აჭარიდან 15 მაისს გაემგზავრება.

რეგიონებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი დაესწრო.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics