|
2017-05-11 14:37:52, 1629 ნახვა
საზოგადოება
გლობალური მიგრაციული პროცესების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია მოეწყო
გლობალური მიგრაციული პროცესების საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 10-11 მაისს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გლობალური მიგრაციული პროცესების გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციაზე მონაწილე მხარეებმა-მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, ერთმანეთს ურთიერთგამოცდილება გაუზიარეს და რეგიონული/საერთაშორისო მიგრაციული პროცესების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. მიგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის და დიდწილად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგს; ამდენად, როგორც აღინიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ის საქართველოს საშუალებას აძლევს, მიგრაციის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისადმი რეაგირების სწორი მიდგომები ჩამოაყალიბოს. ამას გარდა, საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს მიგრაციისადმი გაერო-ს პრინციპებზე დაფუძნებული ახალი გლობალური მიდგომა, როგორც საერთაშორისო მიგრაციის მართვის სამომავლო საფუძველი. „მიგრაცია- ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თანამედროვე სამყაროსთან ერთად, აქტიურადაა ჩართული მიგრაციის პროცესების მართვაში. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა შეხვედრა . კერძოდ, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა , ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც პრაქტიკაში არიან დაკავებული ამ საქმიანობით, გავიარეთ არსებული რეალობა და სამომავლო გამოწვევები მიგრაციის პროცესებში, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და ვფიქრობთ, ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მიგრაციის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ისედაც დიდი ხანია დახვეწის პროცესშია საქართველოში, უფრო და უფრო უკეთესი გახდეს და ადმინისტრირება სახელმწიფოს შეეძლოს უკეთესად, ვიდრე შეეძლო წლების წინ. არსებობს შიდა და გარე მიგრაცია. დღევანდელი შეხვედრა გარე მიგრაციას ეძღვნებოდა, ანუ, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში მიგრაციული ნაკადების შემოდინებას, ან ევროპულ ქვეყნებში სხვა ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მიმოსვლას. განხილული იქნა, როდის და სად შეიძლება წარმოიშვას ასეთი ტიპის ნაკადები და რა ტიპის მზაობა აქვს ჩვენს ქვეყანას, ასევე იმ ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში. განხილული იქნა მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს პროცესების უკეთესი მართვა. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მზაობას, ნებისმიერი სცენარით პროცესების განვითარებისთვის, საქართველოს აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, აქვს შესაბამისი სტრუქტურები, აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და რესურსით“,-განუცხადა ჟურნალისტებს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და 2014 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმის ფარგლებში. კონფერენციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) უზრუნველყოფდა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებდა.
(NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)