|
2015-04-14 10:31:14, 498 ნახვა
პოლიტიკა
მარგოტ ვალსტრომი: ჩვენ მხარდასაჭერად ჩამოვედით, მაგრამ მოთხოვნებიც გვაქვს
"ჩვენ მხარდასაჭერად ჩამოვედით, თუმცა ცოტა რთულად დგას საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მოთხოვნებიც გვაქვს“, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველ, დანიელ და პოლონელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში მინისტრის რანგში. ჩვენ ჩამოვედით მხარის დასაჭერად, თუმცა ცოტა რთულად დგას საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მოთხოვნებიც გვაქვს. რეფორმების პროცესი არის აუცილებელი ევროინტეგრაციისათვის. ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და უნდა გააგრძელოს საქართველომ ყველა ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და შექმნას დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუციები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი ხალხის, ერის წინაშე. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სასამართლო სისტემაში რეფორმას და ჩემმა ყველა კოლეგამ ხაზი გაუსვა ამას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის. შვედეთს საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის გვერდით დგომას და დაგეხმარებით თქვენი მიზნების ასრულებაში", - განაცხადა მარგოტ ვალსტრომმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)