|
2015-01-13 19:37:22, 2091 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ჩამოიყვანა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიანი სოფლიდან მძიმე ავადმყოფი ვერტმფრენით ჩამოიყვანა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოდან ასაკოვანი, მძიმე ავადმყოფი თელავში ვერტმფრენით ოპერატიულად ჩამოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციას ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან შეატყობინეს, რომ 13 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში, თიაქრის შეტევის გამო, 76 წლის ქრისტო ბუქაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ავადმყოფი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. უამინდობის და დიდთოვლობის გამო, ვერ ხერხდებოდა მოხუცის ავტოტრანსპორტით საავადმყოფოში გადაყვანა და საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავადმყოფი ვერტმფრენით თელავის სამოქალაქო აეროდრომზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)